Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, ჩატბოტ „ამელიას“ გაშვებას აანონსებს. WIZZ–ის ახალი ვირტუალური თანაშემწე, კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის სამომხმარებლო გამოცდილების სტანდარტებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მარტივად მიიღოს ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით. ასევე, დაეხმარება მოგზაურთა საზოგადოებას მიიღოს რიგი სასარგებლო ზოგადი ინფორმაცია.

Wizz Air-ის ახალი ჩეთბოტი შთაგონებულია ამელია ერჰარტით, ამერიკული ავიაციის პიონერით, პირველი ქალი პილოტით, რომელმაც მარტომ გადაიფრინა ატლანტის ოკეანის თავზე. Wizz Air არის ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და უსასრულო კარიერული შესაძლებლობების კომპანია, რომლიც მუდამ მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას. ჩეტბოტისთვის ასეთი არაჩვეულებრივი ქალის სახელის შერჩევით, კომპანიას სურს პატივი მიაგოს ყველა ქალს საავიაციო სივრცეში და გამოხატოს საკუთარი მისწრაფება ინდუსტრიაში გენდერული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

WIZZ–ში ჩვენ გვჯერა მომავლის, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. მუდამ ვავითარებთ ჩვენს სერვისებს, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო უკეთესი გამოცდილება, გავაძლიეროთ ჩვენი ხალხი და მხარი დავუჭიროთ იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით.

ჩატბოტი „ამელია“ სიამოვნებით გიპასუხებთ ისეთ ზოგად კითხვებზე, რომლებიც ეხება COVID-19 პანდემიას, სპეციალურ დახმარებას, ბარგს, გადახდის მეთოდებს, რეგისტრაცის, ნებაყოფლობით გაუქმებას, ახალშობილის მოგზაურობას, WIZZ მომსახურებებსა (მაგ. WIZZ Discount Club, WIZZ Flex, WIZZ Priority, Seat Selection) და კიდევ მრავალ სხვა თემას. ეს ახალი ვირტუალური ასისტენტი უფასოა ყველასათვის და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სწრაფად, მარტივად იპოვონ ინფორმაცია დამატებითი კომუნიკაციის, სააგენტოებთან ელექტრონული ფოსტისა ან სატელეფონო საუბრის გარეშე. ასევე, მისი დახმარებით აღარ იქნება საჭირო ავიაკომპანიის საიტზე ინფორმაციის მუდმვი გადამოწმება. თუმცა თუ მომხმარებლის შეკითხვები აღემატება „ამელიას“ ცოდნას, მაშინ ასევე შესაძლებელი იქნება პირდაპირი, უფასო ჩატის წადაწყება აგენტებთან.

Wizz Air–ის ჩატბოტის გასაუმჯობესებლად, საჭიროა მომხმარებლების მხრიდან მისი გამოყენება, რათა კიდევ უფრო მეტი ინფრომაცია მივიღოთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. შეზღუდული რაოდენობის ფუნქციების გამო, ჩატბოტი ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. თუმცა wizzair.com-ზე მუდმივდ მზარდი ვიზიტორების პარალელურად, თანდათანობით გაიზრდება ჩატბოტის შესაძლებლობებიც. ახლი ჩათბოტის გარდა, პირდაპირ ჩატის აგენტები კვლავ უპასუხებენ მომხმარებლებს WIZZ-ის ფრენებსა და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე. იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც მოითხოვს გადასახადს, Wizz Air უკვე გთავაზობთ უამრავ თვითმომსახურების ვარიანტს, როგორც პირდაპირ WIZZ ანგარიშიდან, ასევე სატელეფონო ცენტრის მხარდაჭერას.

”მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ „ამელია“, ჩვენი ვირტუალური თანაშემწე, რომელიც ნამდვილად შეცვლის Wizz Air– ის მომხმარებელებთან ურთიერთობის გამოცდილებას. პროცესების ავტომატიზაციისა და დიგიტალიზაციის მიზანია მომხმარებელთა უფრო მაღალი კმაყოფილების მიღწევა. Wizz Air შეეცდება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადოს ამელია: გააფართოვოს მისი ცოდნა, რათა მოგზაურობის თითოეული დეტალის დასაგეგმად, მომხმარებლებს დახმარების ფართო სპექტრი შესთავაზოს. ასე რომ, მოდით, მივესალმოთ „ამელიას“ ჩვენს გუნდში“, აცხადებს Wizz Air-ის სამომხმარებლო მარკეტინგის მთავარი ოფიცერი ჟუჟა პუსი.

Facebook კომენტარები