კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი სუდანის დედაქალაქ ხართუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 11 მაისიდან Qatar Airways-ი დოჰა-​ხართუმი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით მოახდენს.

ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს შეასრულებს Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც აღჭურვილია 22 ბიზნეს და 232 ეკონომ კლასის სავარძლით.

2021 წლის 1-ლი ივნისიდან Qatar Airways-დან გეგმავს ფრენების სიხშირის გაზრდას.

ფრენების განრიგი 11 მაისიდან

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა

დოჰა (DOH) ხართუმი (KRT) QR1331 გაფრენა 19:40 ჩაფრენა 22:25

ხართუმი (KRT) დოჰა (DOH) QR1332 გაფრენა 01:00 ჩაფრენა 05:25

ყოველდღიური რეისები 1 ივნისიდან:

დოჰა (DOH) ხართუმი (KRT) QR1331 გაფრენა 1919:40 ჩაფრენა 22:25

ხართუმი (KRT) დოჰა (DOH) QR1332 გაფრენა 19 01:00 ჩაფრენა 05:25

ხართუმი არის სუდანის დედაქალაქი და მდებარეობს თეთრი და ლურჯი ნილოსის შესაყართან. ხართუმში არის 200-ზე მეტი პირამიდა, რომელთა უმრავლესობაც თავმოყრილია მეროეში, უძველეს სავაჭრო ცენტრში. ახლოდან ისინი მართლაც შთამბეჭდავია, თითოეული პირამიდა ატარებს ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ცივილიზაციების დეკორატიულ ელემენტებს.

Qatar Airways-ი ​განაგრძობს საფაერო ქსელის გაფართოებას და სთავაზობს მგზავრებს უწყვეტ კავშირს მსოფლიოს 130-ზე მეტ მიმართულებასთან.

Facebook კომენტარები