საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მიესალმება ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მიიღებს ტურისტებს, რომლებიც COVID-19-ზე ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინით იქნებიან აცრილნი.

როგორც IATA-ს პრესრელიზშია აღნიშნული, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

“ეს ხალხს, მრავალი მიზეზის გამო, იმედს აძლევს – იმოგზაურონ, შეუერთდნენ ახლობლებს, შექმნან ახალი ბიზნეს შესაძლებლობები ან დაუბრუნდნენ სამუშაოს”, – განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უიმ უოლშიმ.

უოლშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა IATA Travel Pass-ზე და განმარტა, რომ ის სექტორსა და მთავრობებს ვაქცინაციის სტატუსის მონიტორინგში დაეხმარება.

“თუმცა, ჩვენ მაინც ველოდებით ვაქცინების ციფრული სერტიფიკატების გლობალურად აღიარებული სტანდარტების შემუშავებას”, – თქვა IATA– ს გენერალურმა დირექტორმა. 

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze