ანდრეა დევიდი გერმანელი მოგზაური ბლოგერი და ტელე-კინო ინდუსტრიის დიდი ფანია. ის მოგზაურობისას იმ ადგილებს სტუმრობს, სადაც მისი საყვარელი ფილმები ან სერიალები გადაიღეს.
ანდრეამ როგორც ჩანს თავისი მოწოდება ჯერ კიდევ 16 წლის წინ იპოვა. ის 2004 წლიდან მოგზაურობს და სტუმრობს იმ ცნობილ ადგილებს, რომლებიც პოპულარულ შოუებში თუ კინოში გვაქვს ნანახი. მის ბლოგს ინსტაგრამზე 700 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ამჯერად იმ სურათებს გიჩვენებთ, რომლებიც ჯერ კიდევ გასულ წელს ანდრეამ ლოს-ანჯელესში ზუსტად იქ აღმოაჩინა, სადაც ლა ლა ლენდის გადასაღები ლოკაცია იყო.
Facebook კომენტარები