COVID-პანდემიის მიუხედავად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზრისადმი ინტერესი მზარდია. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის ბოლოსათვის თელ ავივიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 31 სიხშირით შესრულდება, კიევიდან კი 21 სიხშირით. სტამბოლსა და თბილისს შორის, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული მიმართულებაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოსახვედრად, ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, თბილისის მიმართულებით ყველაზე მეტი რეისი სტამბოლიდან სრულდება. TAV Georgia-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენები კვირაში 29 სიხშირით ხორციელდება. ივნისიდან კი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდაა დაგეგმილი. აღნიშნულ სიხშირეებს ემატება 4 სიხშირე Turkish Airlines-ისგან და 6 სიხშირე Pegasus Airlines-ისგან

მაშ
ასე:

Turkish Airlines – 21 სიხშირე + 4 სიხშირე ივნისიდან,

Pegasus Airlines – 8 სიხშირე + 6 სიხშირე ივლისიდან.

შესაბამისად,
ივლისში
სტამბოლსა
და
თბილისს
შორის
ფრენების
რაოდენობა
კვირაში
39 სიხშირეს
მიაღწევს.

რაც
შეეხება
კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებას, დღეისათვის აღნიშნულ
საჰაერო
ხაზზე
ფრენები
კვირაში
18 სიხშირით
სრულდება,
თუმცა
ივნისიდან
3 სიხშირე
დაემატება
და კვირაში
21 სიხშირე გახდება.

შესაბამისად: 

FlyUIA – 8 სიხშირე,

SkyUp Airlines – 7 სიხშირე + 3 სიხშირე ივნისიდან,

Bees Airlines – 3 სიხშირე.

აღსანიშნავია,
რომ
უკრაინასა
და
საქართველოს
შორის
ფრენები
გარდა
კიევი-თბილისისა სხვა მიმართულებებითაც
ხორციელდება.

რაც
შეეხება
თბილისსა
და
თელ
ავივს შორის ფრენებს, ამ შემთხვევაში რეისები კვირაში 31 სიხშირითაა დაგეგმილი.

არსებული
და
დაგეგმილი
რეისების
განრიგი
კი
ასე
გამოიყურება:

EL AL – 5 სიხშირე,

Arkia – 4 სიხშირე,

Isr Air – 4 სიხშირე + 1 სიხშირე ივნისიდან,

Georgian Airways – 13 სიხშირე ივნისიდან,

MyWay Airlines – 5 სიხშირე (1 ივლისიდან).

Facebook კომენტარები