მგზავრმა თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს  სასამართლოს გზით 65 000 ევრო მოუგო, ეს ყველაფერი კი ცხელი ჩაის გამო მოხდა.

13 წლის მოზარდს ემრე კარაკაიას, რომელიც ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დუბლინი-სტამბოლის რეისით მგზავრობდა, იმ მომენტში, როდესაც ხელში ცხელი ჩაი ეჭირა, თვითმფრინავი ისე შეირყა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა წამიერად წონასწორობა დაკარგა. შედეგად მოზარდს ცხელი ჩაი გადაესხა.

ცხელი სითხე ბიჭს ფეხზე გადაესხა და ბოლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ემრე კარაკაის დაზიანებების მორჩენას სამ კვირაზე მეტი დასჭირდა. მოზარდის დედამ ავიაკომპანიას სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ მის შვილს პლასტიკური ქირურგის დახმარება და ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდებოდა.

ამ დღეებში კი დუბლინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის ინციდენტის შესახებ. დაზარალებულის ადვოკატები მიყენებულ ზიანს 55000-დან 75000 ევრომდე აფასებდნენ. Turkish Airlines–მა მოსარჩელე მხარეს შეთანხმება შესთავაზა და მხარეები 65000 ევროზე შეთანხმდნენ. ანუ ავიაკომპანია დაზარალებულს 65000 ევროს გადაუხდის.

მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა 2019 წლის ევროპული სასამართლოს განმარტება. კერძოდ, ის ფაქტი, რომ მონრეალის კონვენციის მე -17 მუხლის შესაბამისად სწორედ ავიაკომპანიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თვითმფრინავში მომხდარ დაზიანებებზე. 

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze