საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. როგორც საქართველოს პარამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 21 სიხშირით განახორციელებს. 

“17 მაისიდან, კვირაში 21 რეისი – რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas طيران ناس შეასრულებს

კოვიდ-19 დროს კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად უდიდესი ფინანსური რისკია ავიაკომპანიისთვის.

ჩვენი ქვეყნისთვის, კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან!

მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის რაც გვაკავშირებს ავიაკომპანიასთან და მის გუნდთან!”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.

საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze