კიევის საერთაშორისო აეროპორტი (კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი) 2023 წელს 8-9 თვით დაიხურება, რათა არსებული ბილიკის დაგრძელება და გაძლიერება მოხდეს. აეროპორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის დენის კოსტრჟევსკის განმარტებით, აღნიშნული აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს ავიაკომპანია Wizz Air -ის ყველა თვითმფრინავი მათ შორის Airbus A320 და A321 მიიღოს. დღეისათვის “კიევს” “ლოუქოსტერის” სრულად დატვირთული ბოლო მოდელის თვითმფრინავების მიღება არ შეუძლია. სწორედ ამიტომაც Wizz Air-მა გადაწყვიტა აბუ დაბიდან ოპერირება ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაეწყო.

ასევე აეროპორტი აღიჭურვება უფრო თანამედროვე სისტემებით.

რეკონსტრუქციის შედეგად “კიევი” ფაქტობრივად ახალ ასაფრენ/დასაფრენ ზოლს მიიღებს. ბილიკის სიგრძე კი 460-დან 2770 მეტრამდე გაიზრდება. 

წინასწარი გათვლებით “კიევის” რეკონსტრუქცია 2,5-დან 5 მლრდ გრივნამდე დაჯდება.

Facebook კომენტარები