ხვალიდან, ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებაზე პირდაპირ ფრენებს განაახლებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Air Astana-ს ალმათი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 12:00 საათზე დაეშვება. 

Air Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

Facebook კომენტარები