ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:
ვარშავა – ბათუმი – ვარშავა, 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, –  აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze