ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Wizz Air საქართველოში რჩება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

30 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია ქვეყანაში ბაზას ხურავდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. ბაზის დახურვა არ ნიშნავს ბაზრიდან გასვლას.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ Wizz Air არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული”, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, Wizz Air საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დაანონსებული.

“ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და Wizz Air თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავის გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის ტექნიკური საკითხი. თურნავა აღნიშნავს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, Wizz Air-ს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომპანიის მხრიდან განაცხადი შესულია და მთავრობისგან შეტყობინებას ელოდება.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze