ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფარგლებში, უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
კიევი – ბათუმი – კიევი, 10 ივნისიდან 12 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, 18 ივნისიდან 10 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს (ჯამში, კვირაში 4 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze