ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-ი სპეციალური ნაკრების გაყიდვას იწყებს, რაც მგზავრს სახლის პირობებში COVID-19-ზე ტესტის ჩატარების საშუალებას მისცემს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტულმა კომპანია Abbott მზადაა United-ის მგზავრებს COVID-ტესტი Abbott BinaxNOW COVID-19 და NAVICA Abbott აპლიკაციაზე წვდომა შესთავაზოს, სადაც სახლის პირობებში ჩატარებული ტესტის პასუხები აისახება.

მგზავრებს შეუძლიათ საკუთარი ქვეყნიდან  BinaxNOW ტესტთან ერთად ნებისმიერი მიმართულებით გაფრინდნენ და უკან დაბრუნების წინ სასურველ დროს ტესტი თავად გაიკეთონ. NAVICA კი ასახავს აღნიშნული ტესტის პასუხს, სადაც ასევე განთავსებული იქნება ინფორმაცია მგზავრის ვაქცინაციის შესახებ და ასევე ინფორმაცია, მგზავრის ყველა COVID-ტესტის შესახებ, რაც კი ჩაუტარებია.

ამრიგად, მგზავრებს ნებისმიერი საერთაშორისო ფრენის დროს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად ჩაიტარონ ანტიგენის სწრაფი ტესტები ტელემედიცინის სერვისის გამოყენებით. შესაბამისად საზღვარგარეთ ლაბორატორიის ძებნის საჭიროება აღმოიფხვრა.

ტესტების ნაკრები უკვე ხელმისაწვდომია United-ის ვებ-გვერდზე – პაკეტში 6 ტესტია და მისი ღირებულება 150 დოლარია. შესაძლებელია ასევე ამ ტესტების ბინაზე გამოძახებაც.

ტესტის ჩაბარებამდე, მგზავრი უნდა დარეგისტრირდეს 30-წუთიანი ონლაინ სესიისთვის, რათა ტესტირება ვირტუალურ ჯანდაცვის მუშაკთან გაიაროს. შედეგები გამოჩნდება 15 წუთში და მგზავრი მყისიერად მიიღებს ციფრულ სერთიფიკატს და QR კოდს NAVICA აპლიკაციის საშუალებით.

​ავიაკომპანია თავის მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს , რომ ხელბარგში მინიმუმ ორი ტესტი მოათავსონ.

Facebook კომენტარები