დანიამ ევროკავშირის მიერ წარდგენილი უსაფრთხო ქვეყნების სია განიხილა და გადაწყვიტა, რომ 15 ქვეყნიდან საზღვარი მხოლოდ 6-ს გაუხსნას. მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შესვლას შეძლებენ ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის და ტაილანდის მოქალაქეები.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ 15 “უსაფრთხო” ქვეყნის სია, რომელთანაც პირველი ივლისიდან მოგზაურობას აახლებს. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

მოგზაურთა დასაშვებად, მესამე ქვეყნებისთვის განმსაზღვრელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა, ფიზიკური დისტანცია და ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და მასში შემავალი ქვეყნების ნაწილი საქართველოსთვის საზღვრებს ხსნიან, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული ფრენები აგვისტომდე გადაიწევს. ამ ხნის განმავლობაში კი ჩარტერული რეისი დაინიშნება.

რეგულარული ფრენების გადადების მიზეზად მთავრობაში უსაფრთხოებას ასახელებენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უნდა დაიცვან.

ამავე თემაზე:

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze