ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, მას სჯერა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და მიმართულება შეუცვალეს, ბელარუსი კგბ-ს აგენტები იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება იყო. გვჯერა, რომ აეროპორტში კგბ-ს რამდენიმე აგენტიც გადმოვიდა.

„ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცების, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირატული ქმედების შემთხვევა,“ – აღნიშნა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გუშნ მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა მინსკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. აღნიშულ ბორტზე იმყოფებოდა რომან პროტასევიჩი. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს.

Facebook კომენტარები