ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალონ. იმავდროულად, მათ ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოუწოდეს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავონ.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში მოქმედ ყველა გადამზიდავს, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენას; მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს აუცილებელი ზომები ბელარუსული ავიაკომპანიების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვისა და ამგვარი ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით”,- ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში.

Facebook კომენტარები