“ცაში” გამართული ქორწილის გამო, ინდური ავიაკომპანია SpiceJet სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. საუბარია ქორწილზე, რომელიც ცაში ტამილ ნადუს ტაძარის თავზე შედგა.

ინდოეთის მოქალაქემ რეკეშ-დაჯშინამ ავიაკომპანია SpiceJet-ის Boeing 737-ი 2 საათით დაიქირავა, რათა ჰაერში ქორწილის ორგანიზება მოეხდინა. წყვილთან ერთად საჰაერო ხომალდში წყვილის ნათესავები და ქორწილის სხვა სტუმრები იყვნენ. 

რეალურად პრობლემები მგზავრობის ბოლოს დაიწყო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, კარგად ჩანს ცოლ-ქმარი და სხვა მგზავრები ერთმანეთში ირევიან, არ ინარჩუნებენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ პირბადეს.

​ფაქტზე ინდოეთის მარეგულირებელმა – DCGA-მ SpiceJet-ის მიმართ გამოძიება დაიწყო. იმავდროულად ბორტის ეკიპაჟს უფლებამოსილება შეუჩერა. ეკიპაჟს ბრალი ედება ახალდაქორწინებულებთან ერთობლივ ფოტოსესიაში. ამ დროისათვის მგზავრების მიმართ სანქციები დაფიქსირებული არ არის.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze