1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„სახმელეთო საზღვრები გაიხსნება 1 ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ პისიარ ტესტი. ამასთან არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრეთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვდითან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“, – აცხადებენ საკოორდინაციო სბჭოში.

Facebook კომენტარები