საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი ნოტამი გამოსცა.

მათი ინფორმაციით, ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და იმოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით.

განცახდებაში აღნიშნულია, რომ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სამ პირდაპირ საერთაშორისო რეისზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით სრულდება.

ცნობისთვის, პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ ფრენებს ავიაკომპანია Air France აგვისტოს დასაწყისიდან შეასრულებს. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, გრძელდება მოლაპარაკებები Air Baltic-თან თბილისი-რიგას მიმართულებაზე და გადაწყვეტილება აქაც მალე იქნება მიღებული. რაც შეეხება გერმანიას, ნათია თურნავას ინფორმაციითვე, Lufthansa-სთან მოლაპარაკება უკვე შედგა, კომპანიამ თავისი ფრენების განრიგი უკვე გამოაქვეყნა და ბილეთებიც გაყიდვაშია.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, Airzena კომერციულ ჩარტერებს გააგრძელებს და დაახლოებით, 16 ფრენა ექნება. მინისტრის თქმით, ეს ძირითადად ვენისა და ამსტერდამის მიმართულებები იქნება.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze