ექსპედიცია 196 ასე ჰქვია 27 წლის ამერიკელი კასანდრა დე პეკოლის მოგზაურობას, რომელიც 2015 წლის ივლისიდან დაიწყო და ამ დრომდე მსოფლიოს 181 ქვეყანაში მოასწრო ჩასვლა, მომავალ 40 დღეში კი ის კიდევ 15 ქვეყნის მონახულებას აპირებს, იმისთვის რომ მსოფლიო რეკორდი დაამყაროს და გახდეს მოგზაური, რომელმაც ყველაზე მცირე დროში მოინახულა მსოფლიოს ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ამ ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში ის გახდება პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა სახელმწიფოშია ნამყოფი. დე პეკოლი მასპინძელ ქვეყნებში ტურიზმისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირებზე ლექციებსაც კითხულობს და გარემოს დაცვის საკითხებზე საუბრობს.
საკუთარი მარშრუტის შესახებ კასანდრა ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და თვითერზე აქტიურად ჰყვება.