მოგზაურობა უამრავ წვრილმანთან არის დაკავშირებული და მისი ორგანიზება არც თუ ისე მარტივია. ახალ ტექნოლოგიებთან ერთად სხვდასხვა აპლიკაციები შეიქმნა, რათა ტურისტებისათვის საქმე გამარტივებულიყო. ამ აპლიკაციების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ტურისტული კომპანიების დახმარების გარეშე გაუმკლავდეთ სამოგზაურო მენეჯმენტს და თავად დაგეგმოთ ყოველი დეტალი. ჩვენ შემოგთავაზებთ მათგან რვა საუკეთესოს.

1. Hipmunk

ფოტო: Hipmunk

Hipmunk უფასო აპია, რომელიც ყველა სისტემაზეა ხელმისაწვდომი. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ მოიძიოთ სასტუმროები, გესტჰაუსები, ჰოსტელები, ბილეთები ფრენისთვის და დაჯავშნოთ როგორც ნომრები, ასევე ბილეთები. ამასთან ერთად, აპი სრულ ინფორმაციას გაწვდით დაგეგმილი ფრენების შესახებ - როდის არის ფრენა, რომელი აეროპორტიდან, რამდენი გაჩერება უწევს მას და ა.შ. პროგრამა ძალიან სწრაფად მუშაობს და მას უამრავი მომხმარებელი ჰყავს.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

2. Skyscanner

ფოტო: Flights Watcher

Skyscanner ძალიან საჭირო აპლიკაციაა. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული რეისები. პროგრამა ავტომატურად გთავაზობთ ყველაზე იაფ ბილეთებს და ამავდროულად, საუკეთესო თარიღებს გასაფრენად. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ამის განსაზღვრა თავად შეგიძლიათ, მაგრამ თუ თანხების დაზოგვა გსურთ, მაშინ უმჯობესი იქნება ენდოთ ამ აპლიკაციას. ის ანდროიდზეც და iOS-ზეც ხელმისაწვდომია.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

3. TripIt

ფოტო: Aphroditerentals8509/Wordpress

TripIt არის აპლიკაცია, რომელიც არამხოლოდ მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ, არამედ უშუალოდ მოგზაურობის პერიოდშიც ერთგულად მოგემსახურებათ. სანამ თქვენ ლუვრში, ან თუნდაც მილანის მოდურ მაღაზიებში ისეირნებთ, აპლიკაცია შეგახსენებთ, სადმე ხომ არ გაგვიანდებათ. ამასთან ერთად, აპლიკაცია შეგახსენებთ როდის გაქვთ ფრენა, როდის გიწევთ ჩექ-აუთი და მრავალი სხვა. მისი დახმარებით, მოგზაურობა გაცილებით უფრო მარტივი გახდება.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

4. PackPoint

ფოტო: Paste Magazine

PackPoint უკვე ჩამოთვლილი აპლიკაციებისგან განსხვავებულია. ის უფრო მეტად კონცენტრირებულია იმ დეტალებზე, რომელიც სამოგზაუროდ წასვლის დროს გჭირდებათ. მაგალითად, თუ თქვენ მიფრინავთ ორშაბათს და დღეს არის პარასკევი, შეგიძლიათ ჩამოჯდეთ და მშვიდად ჩამოწეროთ იმ ნივთების სია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიღოთ. ბარგის ჩალაგების დროს, ჩართავთ აპლიკაციას, რომელიც შეგახსენებთ ყველა იმ ნივთს, რომელიც გჭირდებათ. აპლიკაციაში სპეციალური კატეგორიებია გამოყოფილი - ბავშვისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, ზღვისთვის და ა.შ. საჭირო ნივთების ჩამოსაწერად.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

5. TripAdvisor

ფოტო: Tnooz

თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, TripAdvisor-ს საუკეთესო თანამგზავრად მიიჩნევენ. ყველაფერი ერთ სივრცეში - ასე შეგვიძლია შევაფასოთ აპლიკაცია, რომელიც მართლა ყველა საჭირო ინფორმაციას მოიცავს. მათ შორის - რესტორნებს, სასტუმროებს, ჰოსტელებს, რუკას და ა.შ. თუ მოგზაურობამდე ამ აპლიკაციას გადმოწერთ, თქვენი ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში უფრო ნაყოფიერი, ორგანიზებული და სახალისო იქნება.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

6. Trail Wallet

ფოტო: Travelling Dutchies

წარმატებული და სასიამოვნო მოგზაურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორად დაგეგმილი ბიუჯეტია. ხშირად, მოგზაურობისას ადამიანები დაუფიქრებლად ხარჯავენ ფულს და მათი ბიუჯეტიც უდროოდ იწურება. სწორედ ამისთვის, არსებობს აპლიკაცია Trail Wallet, რომელიც ბიუჯეტის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით, თქვენ შეძლებთ ზუსტად განსაზღვროთ კვების, სასტუმროს, მგზავრობის და მრავალი სხვა დეტალის ყოველდღიური ხარჯები.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store

7. Google Maps

ფოტო: Google

გაგეცინებათ და იფიქრებთ, ეს ხომ ისედაც ვიცითო. მართალია იცით, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო, ნათქვამია. პირველ რიგში, უნდა ითქვას ისიც, რომ უამრავ ადამიანს ავიწყდება მისი გადმოწერა და ტელეფონში აპლიკაციის სახით შენახვა, რაც მოგზაურობას ხშირად პრობლემებს ქმნის. ჯერ ერთი, მობილურით აპლიკაციის გამოყენება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე საიტის. თანაც, Google Map-ს აქვს ისეთი უნარები, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მაგალითად, მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ რამდენი დროა არის საჭირო A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად, რომელი ტრანსპორტით სარგებლობაა უკეთესი და ა.შ.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

8. Citymaps2go

ფოტო: mapbox.com

ეს აპლიკაცია ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის ზედგამოჭრილია. აპლიკაცია მოიცავს კარგად გამართულ და უტყუარი რუკების ბაზას, რომელიც ინტერნეტის გარეშეც მუშაობს. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგალითად ბერლინში, არც Tbilisi Loves You იჭერს და არც Berlini Loves you. ინტერნეტით სარგებლობისთვის არსებობს ორი გზა - პირველი, რომ შეიძინოთ ადგილობრივი სიმ ბარათი, რომელსაც მეგაბაიტებით დატვირთავთ ან მოგიწევთ ბარებში ან რესტორნებში შესვლა, რაც დიდ დროს წაგართმევთ, თანაც სულ იქ ხომ არ იჯდებით? არადა, უცხო ქალაქში რუკის გამოყენება აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ დაბრკოლებები. სწორედ ამ დროს, Citymaps2go დაგეხმარებათ.

გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze