მოგზაურობისას ხშირად გვიწევს ერთი რეისიდან მეორეზე გადაჯდომა, შესაძლოა, საკმაოდ დიდი სხვაობაც იყოს დროში. ამ დროს, პირველ რიგში უფასო ინტერნეტის ძებნას ვიწყებთ და უამრავ დროს ვკარგავთ WiFi-ს პაროლის მკითხაობა-გაკითხვაში.
საბედნიეროდ, ინტერნეტში გამოჩნდა რუკა, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა აეროპორტი და მათი WiFi-ს პაროლებია მოცემული.
რუკაზე თვითმფრინავის ნიშნით მოცემულია აეროპორტები, ხოლო მათზე თითის ან მაუსის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩნდება დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს WiFi-ს სახელწოდებას, მის პაროლს და სხვა საჭირო ინფორმაციას.
მაგალითად, აღნიშნული რუკა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტზე ამგვარ ინფორმაციას გვაწვდის.

რუკა
ფოტო: Google Map
რუკით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება offline რეჟიმშიც შეიძლება.
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია iOS და Android სისტემის მოწყობილობებზე.
გადმოწერეთ App Store-დან ან Google Play-დან.