როგორც უკვე იცით, შენგენის ზონის ქვეყნებში არამხოლოდ პირადი ავტომობილით, არამედ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მოგზაურობის უფლება გაქვთ. ასევე შეგიძლიათ თვითმფრინავით გაფრენა და უკან, ევროპაში ნაყიდი, საკუთარი მანქანით დაბრუნებაც.

თუმცა, სანამ საქართველოს საზღვრებს გასცდებით, აუცილებელია წინასწარ მოიძიოთ და გაითვალისწინოთ ის რეგულაციები, რომლებსაც შენგენის ზონის ქვეყნები მანქანით ჩასვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უწესებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს დეპარტამენტში ამბობენ, რომ ევროპაში მანქანით გამგზავრებისას, ტურისტმა წინასწარ უნდა გაარკვიოს იმ ქვეყნის რეგულაციები, სადაც მიემგზავრება, მანქანა უნდა იყოს წესრიგში და ევროპის ქვეყნის სტანდარტებით ნორმაში:

"იგივე რეგულაციები გავრცელდება მანქანით ჩასულ ტურისტზე, რაც ზოგადად ვრცელდება ევროკავშირში. იმ ქვეყნის რეგულაციები რომ დააკმაყოფილოს, უნდა დაიცვას. ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს. ტურისტმა გამგზავრებამდე უნდა გაარკვიოს და მოარგოს შესაბამისი დოკუმენტები".

უწყების ცნობით, მანქანით გამგზავრებამდე, არსებობს ორი აუცილებელი წინაპირობა:

  • მანქანა უნდა იყოს დაზღვეული;
  • ის გაფორმებული უნდა იყოს იმ პირზე, რომელიც მისი საშუალებით იწყებს მოგზაურობას.
Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze