ზაფხული ახლოვდება და დამქანცველი სამუშაო წლის ბოლოს, ყველა დასვენებასა და განტვირთვაზე ფიქრობს.

ოქროსფერი ქვიშისა თუ ლურჯი სანაპიროს მოყვარულების TripAdvisor-ის რეიტინგების მიხედვით გამოვლენილ, მსოფლიოს 10 საუკეთესო სანაპიროს წარმოგიდგენთ:

1. ბაია დო სანჩო, ბრაზილია

ფოტო: Tripadvisor

ბაია დო სანჩოს სანაპირო ბრაზილიაში მდებარეობს. კრისტალურად სუფთა წყალი, რომელიც ნამდვილი მისწრებაა სერფინგის მოყვარულებისათვის და თვალწარმტაცი ხედები, მას მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროს ტიტულს ანიჭებს.

2. გრეის ბეის სანაპირო

ფოტო: Tripadvisor

გრეის ბეის სანაპირო, 2016 წელს, იმავე ჩამონათვალში პირველი ადგილის იკავებდა. ხუთ ვარსკვლავიანი მომსახურება და დაბალი ფასები ამ ადგილის სავიზიტო ბარათია.

3. იგლის სანაპირო, კარიბი

ფოტო: Tripadvisor

თეთრი ქვიშა და ფირუზისფერი ზღვა, აქ თავს ნამდვილს სამოთხეში გაგრძნობინებთ.

4. პლაია პარასიო, კუბა

ფოტო: Tripadvisor

პლაია პარასიოს სანაპირო კუბაში მდებარეობს. მართალია, აქაური მაღალი ფასები კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა თავად სანაპირო ნამდვილად შთამბეჭდავია.

5. სიესტას სანაპირო, აშშ

ფოტო: Tripadvisor

სიესტას სანაპირო აშშ-ში, ფლორიდას შტატშია და მოგზაურთა გადაწყვეტილებით ის სიის მეხუთე ადგილს იკავებს.

6. ლა კონჩას სანაპირო, ესპანეთი

ფოტო: Tripadvisor

მართალია, ლა კონჩას სანაპირო სიის მეექვსე ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ევროპის კონტინენტზე ლიდერის პოზიციას არავის უთმობს. ამ უჩვეულო სანაპიროსა და პატარა კუნძულების ნახვა კი ნებისმიერი მოგზაურის ოცნება იქნებოდა. უვიზო რეჟიმის წყალობით, ახლა თქვენც მარტივად შეძლებთ აქ გამგზავრებას.

7. პლაია ნორტე, მექსიკა

ფოტო: Tripadvisor

სანაპირო, თავისი თბილი და სუფთა წყლით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად.

8. რადჰანაგარის სანაპირო, ინდოეთი

ფოტო: Tripadvisor

ჩამავალი მზე და მაღალი მთები ფონად, ამ ადგილს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს.

9. ელაფონისის სანაპირო, საბერძნეთი

ფოტო: Tripadvisor

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს, ტურისტებს თეთრი ქვიშით და სუფთა, თბილი წყლით მსოფლიოს მრავალი კუთხიდან იზიდავს.

10. გალაპაგოსის სანაპირო, გალაპაგოსის კუნძულები

ფოტო: Tripadvisor

ეს თითქმის ხელუხლებელი სანაპირო, არაჩვეულებრივი არჩევანია ბუნების მოყვარული ადამიანებისათვის.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze