მრავალ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჩინური კერძები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვან და განსხვავებულ სამზარეულოს ნაწილადაა აღიარებული. მასში აქცენტი არამხოლოდ გემოზე, არამედ მის ვიზუალურ, ესთეტიურ მხარეზეც კეთდება.

ათასწლეულების მანძილზე ჩინეთის მოსახლეობის მსგავსად, მათი სამზარეულოში არსებული ინგრედიენტებიც იზრდებოდა და სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.

მოგზაურობისა და განსხვავებული შთაბეჭდილებების მოყვარულ ადამიანებისათვის კი რომლებსაც პარალელურად გემრიელი და უცნაური კერძების გასინჯვა სურთ, ეს ქვეყანა და მისი სამზარეულო მისწრებაა.

დიახ, როდესაც ვამბობთ "ეს მოგზაურობა იქნება დაუვიწყარი" სულაც არ ვაჭარბებთ, აბა რამ შეიძლება დაგავიწყოთ შებრაწული ზღვის ცხენი ან ჩხირებზე აცმული მორიელები? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის.

წარმოგიდგენთ 7 უცნაურ საკვებს, რომელსაც ჩინეთის ქუჩებში გამოფენილ დახლებზე აუცილებლად გადააწყდებით.

1. შემწვარი ობობა

ფოტო: Wikiwand

აქ სახლის დალაგების დროს ფანჯრის კუთხეში შემალული პატარა, საყვარელ ობობას არ ვგულისხმობთ, საუბარია გიგანტურ ობობებზე, რომლებსაც ჩინელები გემრიელად ბრაწავენ და ისე გეახლებიან. აღსანიშნავია, რომ შემწვარი ობობა ისეთივე დელიკატესია, როგორიც, მაგალითად, ზღვის ვარსკვლავი ან ხიზილალა.

2. კიბორჩხალა

ფოტო: Pinterest

მართალია კიბორჩხალაში უცნაური არაფერია და ბევრი თქვენგანი საქართველოშიც მიირთმევს მის ხორცს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ჩინელები მას თავის აბჯრიანად, თავიდან ბოლომდე მიირთმევენ.

3. იხვის თავი

ფოტო: WordPress

იხვის ხსენებაზე თქვენს გონებაში ალბათ უამრავი მადისაღმძვრელი და გემრიელი კერძი ამოტივტივდა, მაგრამ ნუ იჩქარებთ, ჩინელები არა იხვით, არამედი იხვის თავით გიმასპინძლდებიან. თუ სიმამაცე გეყოფათ და გასინჯავთ, მიხვდებით რომ სულაც არ არის ისეთი საშინელება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

4. წიწილა

ფოტო: Web Tourist

ქათმის ხორცი თქვენს ყოველდღიურ რაციონში ალბათ ხშირად არის, დიდი ალბათობით, ვარიაც გასინჯული გექნებათ, მაგრამ სანამ ახლად გამოჩეკილ, ჩინური რეცეპტით მომზადებულ წიწილას შეექცევით, კარგად დაფიქრდით, რამდენად გაუძლებს თქვენი სენტიმენტალური გონება ამ ყველაფერს.

5. ხვლიკები, კალიები, მატლები

ფოტო: Selims Raasta

ხვლიკები, კალიები და მატლები, ანუ ის რაც ჩვენ მთელი ზაფხულის მანძილზე სისხლს გვიშრობს და გვაშინებს, ამ ჭკვიანი ხალხის სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა და საგულდაგულოდ მომზადებულ კერძებს თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება მადისაღმძვრელადაც კი მოგეჩვენოთ.

6. ზღვის ცხენი

ფოტო: blogger

არც ამ პატარა და საყვარელი არსებას გაუმართლა, რადგან ზღვის ცხენი ერთ-ერთი იმ საკვებთაგანია, რომელსაც ჩინური სამზარეულოს ქუჩის დახლებზე ნახავთ.

7. მორიელი

ფოტო: YouTube

მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში მორიელების 1500-ზე მეტი სახეობაა ცნობილი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი მომაკვდინებელი შხამის გამო, ადამიანებს შიშის ზარს სცემს, ჩინეთში ის დელიკატესად ითვლება და საკმაოდ ხელმისაწვდომიც არის.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze