საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 15 სექტემბრიდან ქვეყანაში შემოსული ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპით შემოსული, ვალდებული იქნება 72-საათიანი PCR ტესტის პასუხი წარადგინოს.

“ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაეწესებათ მსგავსი მოთხოვნა 15 სექტემბრიდან”, — აცხადებს გახარია.

საქართველომ ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას — გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს 8 ივლისს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ახალი რეგულაციების მიხედვით კი, ყველა ტურისტს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს საზღვარზე PCR ტესტირების პასუხის წარდგენა მოუწევს.

Facebook კომენტარები