გაიცანით რიჩი, ბიჭი, რომელმაც თითქმის სამი წლის წინ ყველაფრის გაყიდვა და ავსტრალიის გარშემო სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. თანამეგზურად კი არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი შავი კატა წაიყვანა. ალბათ მსოფლიოში ცოტა კატა თუ მოიძებნება, რომელსაც პატრონთან ერთად 50 ათასი კილომეტრის მანძილზე უმოგზაურია.
ბიჭმა გაყიდა სახლი და ყველა ძვირადღირებული ნივთი რაც კი ებადა, რათა ხანგრძლივი მოგზაურობისათვის სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. გაინტერესებთ ორი მეგობრის მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები? ამას მათ ბედნიერ გამომეტყველებაზეც მარტივად შეამჩნევთ.
მართალია აუცილებელი არ არის რიჩის მივბაძოთ და უძრავი ქონება გავყიდოთ, მაგრამ შინაურ ცხოველებთან ერთად საქართველოს გარშემო მოგზაურობა ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნებოდა.