ვინაიდან მოდურ ტანისამოსსა და აქსესუარებში გახვეული არც ერთი ჩვენგანი დაბადებულა, შეიძლება ითქვას, რომ სიშიშვლე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ კარგად იცის, სხვადასხვა მატერიისგან დაუფარავი სხეული ყოველთვის უხერხულობასა და დისკომფორტს იწვევს. გარდა ამისა შიშველი სხეული რატომღაც მხოლოდ სექსუალურობასთან ასოცირდება ხოლმე.

ცოტა ხნის წინ კი ინსტაგრამზე გამჩნდა ადამიანი, რომელიც კამერის წინ სრულიად შიშველი პოზირებს და როგორც თავად ამბობს, მას სიშიშვლისა და სექსუალურობის გამიჯვნა სურს.

21 წლის ჰოლანდიელი გოგოს ავსტრალიის გარშემო მოგზაურობა, სწორედ ასეთი თავისუფალი და დასამახსოვრებელი იყო. საზოგდოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ გალაშქრებამ კი საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო, რადგან ფოტოებს ათასობით ადამიანი აფასებს და აკომენტარებს.

ფოტო: a.naked.girl

შიშველი მოგზაუროს უფრო მეტი ფოტო შეგიძლიათ მის ინსტაგრამზე იხილოთ.

Facebook კომენტარები