დეველოპერულმა კომპანია Lemondo-მ მოგზაურების კომფორტისთვის ახალი აპლიკაცია Gavediii დაწერა.

ქართულ ოპერატორების იაფი როუმინგის სერვისით სარგებლობისას, მომხმარებლებს აქამდე ყოველი დარეკვის წინ კონტაქტებში ნომრის ნახვა, ზეპირად დამახსოვრება და *123*-ის აკრეფის შემდეგ ამ ნომრის ჩაწერა უწევდათ.

"იმდენად შევწუხდით, რომ ჩვენივე კომფორტისთვის დავწერეთ ეს აპლიკაცია. შემდეგ მივხვდით, რომ შეიძლება ეს სხვა ბევრ ჩვენნაირსაც გამოადგეს და გამოვუშვით სრულიად უფასოდ და არაკომერციულად" - უთხრა On.ge-ს ლემონდოს წარმომადგენელმა ლევან კილაძემ.

აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, ნომერი შესაბამის ფორმატში ავტომატურად კონვერტირდება:

"იმის მიხედვით თუ რომელი ოპერატორის აბონენტი ხარ, დარეკვის წინ შესაბამის ფორმატში აკონვერტირებს ნომერს, ვხსნით ამ აპლიკაციას, ვირჩევთ სასურველ კონტაქტს და შემდეგ ეს აპლიაცია აგენერირებს ამ ნომერს სწორ ფორმატში და დაგარეკინებთ მარტივად".

აპლიკაცია ჯერ მხოლოდ iPhone-ის მომხმარებლებისთვისაა შექმნილი და მისი გადმოწერა iTunes-დან შეგიძლიათ, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო, ლემონდო რამდენიმე დღეში ანდროიდის ვერსიასაც გამოუშვებს.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze