ამ მშვენიერ კატას სიმონი ჰქვია. მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და როდესაც მსოფლიოს ახალ-ახალი წერტილების სანახავად მიდის, თავისი ადამიანი სულ თან დაჰყავს.

წყვილი ერთად დადის ლაშქრობაზე, ერთად ცოცავს კლდეებზე და ნავით სასეირნოდაც ერთად მიდის. მათი ინსტაგრამის ნახვის შემდეგ, აუცილებლად მოგინდებათ მათსავით საინტერესო ცხოვრება.

სიმონი თავის ადამიანთან, ჯეი-ჯეი იოშთან ერთად კოლორადოში ცხოვრობს. სამოგზაუროდ წასვლის დროს კი, ის ადგილს ზურგჩანთაში იკავებს, რომლის ტარებაც მის ადამიანს ავალია.

Facebook კომენტარები