გვიდო გუტიერესმა გასულ თვეში, სამხრეთ-დასავლეთ პორტუგალიაში, კონკრეტულად კი მადეირაში იმოგზაურა, სადაც საოცარი სანახაობა დახვდა. რა თქმა უნდა, მოგზაურმა მაშინვე მოიმარჯვა კამერა და მიღებული შთაბეჭდილებები ჩვენც გაგვიზიარა.

“როდესაც ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გავედი, ნანახით განცვიფრებული დავრჩი, რადგან თითოეული სახლის კარი მოხატულია და საკუთარ ულამაზეს ისტორიას მალავს” – ამბობს გვიდო.

ახლა კი ამ ქალაქში გადაღებული ფოტოები ნახეთ, რომელიც მთლიანად ხელოვნების ნიმუშად გადაქცეულა. ვინ იცის, იქნებ მადეირაში სამოგზაუროდ წასვლა და საზაფხულო შვებულების გატარება სწორედ აქ მოგინდეთ.

ფოტო: Guido Gutiérrez Ruiz

Facebook კომენტარები