ნებისმიერ ჩვენგანს ურჩევნია იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო იაფად, ვიდრე ორმაგი ფასი გადაიხადოს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვსურს მივიღოთ საუკეთესო სერვისი და კარგად გავატაროთ შვებულება. შეიძლება გეგონოთ, რომ უცხო ქვეყანაში თითქმის წარმოუდგენელია $1-ად რაიმეს ყიდვა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მსოფლიოს განსხვავებულ ქვეყნებში ამ ფასად შეძლებთ საკმაოდ ბევრი და განსხვავებული საკვების შეძენას: დაწყებული პურის ნაჭრით და დამთავრებული სრულფასოვანი სადილით.
ნიდერლანდები - სრული საუზმე, მათ შორის ყავაც;

ფოტო: instagram.com
უნგრეთი - ღვინის მთლიანი ბოთლი;

იტალია - შემწვარი ბრინჯის ბურთულები ყველთან ერთად;

ფოტო: instagram.com
ახალი ზელანდია - $1-იანი მენიუდან ნებისმიერი ზომის გაყინული კოკა-კოლა;

ჩინეთი - ორი ან სამი ბაოზი, იგივე ღვეზელი, რომელსაც განსხვავებული შიგთავსი შეიძლება ჰქონდეს. ფასი დამოკიდებულია შიგთავსზე.

ფოტო: instagram.com
კანადა - ერთი ყუთი ყველიანი მაკარონი;

ფოტო: instagram.com
ასევე კანადაში, $1-ად შეგიძლიათ ჩვენთვის კარგად ნაცნობი დონატების შეძენა;

მალაიზია - ნასი-ლემაკის ორი პორცია. ეს არის ბრინჯის კერძი, რომელსაც, როგორც წესი, ხორცთან, ანჩოუსებთან ან მოხარშულ კვერცხთან ერთად მიირთმევენ;

ფოტო: instagram.com
დანია - დანიის მოსახლეობას $1-ად მხოლოდ ერთი პაკეტი სწრაფი მომზადების ლაფშის ყიდვა შეუძლიათ;

ფოტო: Twitter: @R1S4
ჩილე - იტალიურ სტილში დამზადებული ჰოთ-დოგი;

ფოტო: instagram.com
მალტა - ტრადიციული მალტური ღვეზელი ყველის შიგთავსით

კენია - ერთი პაკეტი რძე (500 მლ, დაახლოებით 2 ჭიქა);

ფოტო: Flickr / Creative Commons / Flickr: amyashcraft
პანამა - შემწვარი ღორის ხორცი პურთან ერთად;

ფოტო: buzzfeed.com
მექსიკა - ორი კილოგრამი ბანანი (დაახლოებით, 17 საშუალო ზომის ბანანი);

ფოტო: instagram.com
არაბთა გაერთიანებული საემიროები - სამი ცალი ნაყინი მაკდონალდსიდან;

ფოტო: The Pink Foodie / instagram.com
რუმინეთი - ოთხი ცალი კრენდელი პირდაპირ საცხობიდან;

ფოტო: instagram.com
ინდონეზია - ქათმისგან დამზადებული სხვადასხვა კერძები;

ასევე ინდონეზიაში $1-ად შეძლებთ, 67 ცალი საღეჭი რეზინა ბაბოლის შეძენას;

ფოტო: Twitter: @utaminila22
საფრანგეთი - ერთი ბაგეტი;

ფოტო: instagram.com
შვედეთი - დაახლოებით, 7 საშუალო ზომის კარტოფილი;

ფოტო: instagram.com
ინდოეთი - ინდოეთში არსებობს გზისპირა რესტორანი დჰაბა, სადაც $1-ად ორი სრულფასოვანი კერძის გასინჯვა შეგიძლიათ;

ფოტო: Twitter: @SchadenJake
სამხრეთ კორეა - ტკბილი ცომეული, სახელად ჩუროსი, რომლის შეძენა მაკდონალდსშია შესაძლებელი;

ფოტო: instagram.com
და, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები - პიცის გიგანტური ნაჭერი

ფოტო: Instagram.com