პატარა მთიანი სოფელი კორიპო, რომელიც სამხრეთ შვეიცარიაში, ვერზარკას ხეობის მწვანე ფერდობზე მდებარეობს, ისეთი ლამაზია, რომ ზღაპრულ დასახლებას მოგაგონებთ, თუმცა ამ სილამაზის მიღმა სერიოზული პრობლემები იმალება.

საქმე ის არის, რომ ერთ დროს წარმატებული მეურნეობისა მქონე სოფელი, სადაც 300 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მაცხოვრებლების ნაკლებობას განიცდის. ამჟამად კორიპოში 12 ადამიანიღა ცხოვრობს და მათი ერთადერთი საქმიანობა რესტორანში მუშაობაა.

გაშლილი სასტუმრო

საბედნიეროდ ყველა იმედი არ გადაწურულა, რადგან ადგილობრივ ფონდს Fondazione Corippo 1975-ს ამ სოფლის გადარჩენის საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს და აპირებს, რომ კორიპო შვეიცარიის პირველ "გაშლილ სასტუმროდ" გადააქციოს.

ფოტო: Ticino Turismo

მსგავსი სასტუმრო უკვე არსებობს იტალიაში. არსებული მოდელის გათვალისწინებით, სოფლის 30 უძველესი შენობა კოტეჯებად და სასტუმროს ოთახებად გადაკეთდება.

ამ გზით, სტუმრებს შეეძლებათ გამოსცადონ როგორია ისტორიულ სოფელში ცხოვრება, რომელიც 1800-იანი წლებიდან მოყოლებული თითქმის არ შეცვლილა.

ფოტო: vorFilm Renatus Mauderli GmbH

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, კორიპოს წარმატება ვუსურვოთ და ვიფიქროთ, რომ შეიძლება ამ მაგალითების გათვალისწინება ქართული მაღალმთიანი სოფლების პრობლემების გადასაჭრელადაც გამოგვადგეს.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze