ვიზეარი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი მიზანია, ფრენა ფართო საზოგადოებისთვის გახადოს ხელმისაწვდომი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომფორტზე უარი უნდა თქვა. სერვისები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში ბილეთის ფასშია შეყვანილი, ვიზეართან განცალკევებულია და თითოეული მგზავრი თავად წყვეტს, რომელი მათგანი სჭირდება და რომელი – არა. თუმცა გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ამ სერვისების შინაარსი უნდა ვიცოდეთ:

დავიწყოთ ვიზეარის კლუბის წევრობით

ფოტო: Kevin Whiffle

ვისთვის არის? ვინც ხშირად მოგზაურობს წლის განმავლობაში და როგორც წესი, კომპანიონთან ან კომპანიონებთან ერთად.
რა ღირს? 29,99 ევრო წელიწადში – თუ ერთ ადამიანთან ერთად მოგზაურობ და 59,99 ევრო თუ ხუთიოდე ადამიანთან ერთად.
რა შედის?

  • გარანტირებული მინიმალური ფასდაკლება ბილეთებზე 10€-ს ოდენობით, თითოეულ რეისზე და ნებისმიერ ტარიფზე, რომელიც აღემატება 19,99€-ს;
  • ინტერნეტით შეძენილ ბარგზე მინ. 5€-იანი ფასდაკლება;
  • აღნიშნული ფასდაკლებები ვრცელდება წევრის ჯავშანში მითითებულ სხვა თანამგზავრებზეც (მაქსიმუმ ერთ თანამგზავრზე, სტანდარტული წევრობის შემთხვევაში, და 5-მდე თანამგზავრზე, ჯგუფური წევრობის შემთხვევაში);
  • ექსკლუზიური შეთავაზებები

ტარიფის გაყინვა

რა შემთხვევაში მჭირდება? თუ ბილეთი კარგ ფასში იპოვე, ამ მომენტში მთლიანი თანხა არ გაქვს, მაგრამ 2 დღის ვადაში აუცილებლად გექნება.
რა ღირს? სულ რაღაც 3 ევრო.
რა უნდა ვიცოდე? ტარიფის გაყინვის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ჯავშნებისთვის, რომლებიც გაფორმდება გამგზავრების თარიღამდე შვიდი დღით ადრე.

პრიორიტეტული ჩასხდომა

ფოტო: Cat Rutter Pooley

რა შემთხვევაში მჭირდება? ბევრი მომხმარებლის აზრით, ეს ყველაზე საჭირო სერვისია ვიზეარის სერვისებს შორის. მისი შეძენის გარეშე ხელბარგის სალონში შეტანას ვერ შეძლებ. გარდა ამისა, შეგიძლია დამატებითი ჩანთაც იქონიო თან, მაგალითად, ლეპტოპისთვის, რომელსაც სავარძლის ქვეშ მოათავსებ. ბორტზეც ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდები.
რა ღირს? ფასი 16 ლარიდან იწყება
რა უნდა ვიცოდე? ბარგის ზომები. ამ სერვისის შეძენის შემდეგ შეგიძლია ბორტზე აიტანო 40x30x20 სმ ხელჩანთა და 55x40x23 სმ საგორებელი ჩანთა

WIZZ Flex

ფოტო: Lucas Peterson

რა შემთხვევაში მჭირდება? WIZZ Flex-ის მეშვეობით შეგიძლიათ რეისი შეცვალო, ან გააუქმო და დაიბრუნო თანხა გამგზავრებამდე 3 საათით ადრეც კი.
რა ღირს? ერთჯერადად 32,00₾ თითოეულ რეისსა და მგზავრზე
რა უნდა ვიცოდე? შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი არ ჩამოგეჭრებათ, დასაფარი იქნება მხოლოდ სხვაობა ტარიფებსა და ბარგის მოსაკრებლებს შორის.

დროულად ჩაფრენის გარანტია

რა შემთხვევაში მჭირდება? როცა ზუსტად განსაზღვრულ დროს უნდა იყო დანიშნულების ადგილზე. თუ რეისი 1- ან მეტსაათიანი დაგვიანებით ჩაფრინდება, ან იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება, WIZZ კრედიტის სახით 100 €-ს მიიღებ.
რა ღირს? 32,00₾
რა უნდა ვიცოდე? ჯავშანში სამოგზაურო დაზღვევის დამატება გამგზავრებამდე 2 დღით ადრე შეგიძლია

და ბოლოს, ძალიან საჭირო სერვისი – ცვლადი თანამგზავრი

რა შემთხვევაში მჭირდება? როცა იცი, რომ კონკრეტულ ქალაქში მეგობრებთან ერთად გინდა გამგზავრება, მაგრამ მათი ვინაობა დაზუსტებული ჯერ არაა. ან რომელიმე პროექტისთვის წინასწარ ყიდულობ ბილეთებს, მაგრამ მონაწილეების სახელები და გვარები არ იცი.
რა ღირს? 10 ევრო
რა უნდა ვიცოდე? რა თქმა უნდა, ჯავშნის გაფორმება რეისზე რეგისტრაციამდე 3 საათით ადრე სახელების დამატებით უნდა დაასრულო.

როგორც ხედავ, თითქმის ყველა საჭიროებისთვის არსებობს შესაბამისი სერვისი. ზოგისთვის მოქნილობაა პრიორიტეტი, ზოგისთვის კი – გარანტია, რომ დანიშნულების ადგილას დათქმულ დროს აღმოჩნდება. მთავარი ისაა, რომ სერვისების შესახებ ინფორმაციის ქონა მოგზაურობის დაგეგმვის სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს, შენ კი ისღა დაგრჩენია, უბრალოდ გაფრენის თარიღს დაელოდო.

Facebook კომენტარები