პარიზი იმ ქალაქებს მიეკუთვნება, რომელთა სახელის გაგონებისასაც თვალწინ კონკრეტული სურათები გვიდგება: ელისეის მინდვრები, ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღირსშესანიშნაობები აუცილებლად სანახავია, მათთან გადაღებული ფოტოებით ინტერნეტის გაკვირვება გაგიჭირდებათ.

თუ გინდათ, პარიზში მოგზაურობიდან ლამაზი ფოტოები დაგრჩეთ, მაშინ ამ ჩამონათვალს გადაავლეთ თვალი:

1. Rue Cremieux

ეს პარიზში ყველაზე ფერადი ქუჩაა. თითოეული შენობა პასტელურ ფერებშია შეღებილი და აქ ცუდი ფოტოს გადაღება ძალიან გაგიჭირდებათ.

2. Au Vieux Paris d’Arcole

ნოტრ-დამიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე ულამაზესი პარიზული კაფე/რესტორანი დაგხვდებათ, სადაც მეგობრულ “ბონჟურზე” ფართო ღიმილით გიპასუხებენ. ეს ადგილი განსაკუთრებით მომხიბვლელი გაზაფხულობითაა და ლამაზი ექსტერიერის გარდა, აქ არომატული ღვინო და გემრიელი სალათებიც დაგხვდებათ.

3. Palais Royal

ყოფილი სასახლის ეზოში განლაგებული შავ-თეთრი ბოძები ერთი მხრივ, ფანტასტიკური ინსტალაციაა და ამავე დროს, იდეალური უკანა ფონიც ინსტაგრამის სურათისთვის. ფილტრიც არ დაგჭირდებათ!

4. Musee D’Orsay

პარიზი უმშვენიერესი მუზეუმებით არის სავსე, მაგრამ სენას მარცხენა სანაპიროზე არსებული ორსეის მუზეუმი მათ შორისაც ბწრყინავს. მუზეუმში იმპრესიონისტული ხელოვნების უდიდესი კოლექციაა დაცული, მესამე სართულიდან კი არაჩვეულებრივი ხედი იშლება. გიგანტურ საათთან გადაღებული ფოტო ამ მოგზაურობას ღიმილით გაგახსენებთ.

5. Jardin du Luxembourg

ლუქსემბურგის ბაღი პარიზის უდიდესი პარკია და აქ მოხვედრისას თავი სამოთხეში გეგონებათ. ინგლისურსა და ფრანგულ ბაღებს ერთმანეთისგან გეომეტრიული ტყე და მცირე აუზი ყოფს. სეზონის მიხედვით ბაღი დილის 7:30-დან საღამოს 9:45-მდე ღიაა.

6. The Moulin Rouge

მიუხედავად იმისა, რომ მულენ-რუჟი ისეთი გლამურული სულაც არაა, როგორიც ფილმში, ის ჯერაც ყველაზე ცნობილი კაბარეა პარიზში. გზად კი მონმარტრსაც საფუძვლიანად შეისწავლით.

7. Galerie Vivienne

მზით განათებული გალერეაში ფერად მოზაიკას შეიძლება თვალი ვერასდროს მოსწყვიტოთ.

8. Berthillon

სად უნდა ჭამოთ ყველაზე გემრიელი ნაყინი პარიზში? რა თქმა უნდა, Berthillon-ში. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ სეზონზე აქ უზარმაზარი რიგი დაგხვდებათ, როგორც კი ნაყინს ხელში ჩაიგდებთ, მიხვდებით, რომ ეს გემრიელობა ლოდინად ღირდა.

9. Canal Saint Martin

თუ ამელი გიყვართ, ალბათ, გახსოვთ სცენა, რომელშიც ოდრი ტატუ წყლის ზედაპირზე კენჭებს აცურებს. ეს სცენა სწორედ სენ მარტენის არხთანაა გადაღებული. გარდა ამისა, აქვე ნახავთ საუკეთესო საკონდიტროებსა და საცხობებს, რომელთაც რუკის გარეშე, მადისაღმძვრელი სუნითაც მიაგნებთ.

10. Montmartre

არავის უთხრათ, მაგრამ სინამდვილეში ეს “ჩაძირული სახლი” უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა.

პ.ს. თუ ამ ფოტოებმა პარიზში გაფრენა მოგანდომათ, ვიზეარის მეშვეობით ქუთაისიდან პირდაპირ პარიზში შეგიძლიათ ამოყოთ თავი.

Facebook კომენტარები