ალბათ ყველა უბანში არსებობს ერთი ისეთი შენობა, რომელსაც ფუნქცია წელიწადში ერთხელ მაინც ეცვლება. ხშირ შემთხვევაში ახალი მფლობელი სრულ განახლებას აკეთებს და მათი ძველი ფუნქცია მხოლოდ ჩვენს მოგონებებში რჩება. თუმცა ხანდახან ძნელია დამალო შენობის რეალური სახე.

ამ სიაში სწორედ იმ შენობებს ნახავთ, რომელსაც ფუნქცია შეეცვალა, მაგრამ ძველი სახე მაინც შემორჩათ.

1. საღებავების მაღაზია, სადაც ახლა DVD დისკებს აქირავებენ

ფოტო: getty images

მთავარია ახალი აბრა ძველს შეუხამეს.

2. ყოფილი KFC, რომელიც ახლა მექსიკური რესტორანია

ფოტო: getty images

კენტუკელ ბაბუას მოუხდა მექსიკური ქუდი.

3. ყოფილი სუპერმარკეტი ახლა უნივერსიტეტია

ფოტო: getty images

რა სჯობს იმას, როცა შეგიძლია ესკალატორიდან პირდაპირ ლექციაზე შესრიალდე.

4. ეკლესია, რომელიც ღამის კლუბად გადაკეთდა

ფოტო: getty images

შეგიძლია კლუბური მუსიკის ფონზე მოინანიო ცოდვები.

5. ყოფილი ბენზინ გასამართი სადგური, სადაც Subway გაიხსნა

ფოტო: getty images

პური სეზამის მარცვლებით და 2 ლიტრი დიზელი თუ შეიძლება.

6. ეკლესია, რომელიც ახლა სპორტული დარბაზია

ფოტო: getty images

უნდა ილოცო იმისთვის, რომ წონაში დაიკლო.

7. მანქანების სამრეცხაოში ახლა უკვე დონატები იყიდება

ფოტო: getty images

სანამ შენს საყვარელ დონატს მიირთმევ, მანქანასაც გაგისუფთავებენ.

8. ეკლესიის ყოფილ შენობაში ახლა ტატუს აკეთებენ

ფოტო: getty images

ალბათ, მხოლოდ ჯვრის ტატუებს.

9. ბანკის შენობა, რომელიც ახლა სუპერმარკეტია

ფოტო: getty images

შეიძლება კბილის ჯაგრისის საყიდლად შეხვიდე და სესხი გამოიტანო დოლარში.

10. ყოფილი ჩინური რესტორანი ახლა დამკრძალავი ბიუროა

ფოტო: getty images

ადრე უგემრიელეს სუშის ამზადებდნენ აქ.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze