ბრიტანელმა მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა ცოტა ხნის წინ ახალი საკრუიზო ხაზი, Virgin Voyages გახსნა. და უკვე ცნობილია, როგორი იქნება მისი პირველი გემი, სახელად Scarlet Lady.

კრუიზში მონაწილეობა სრულწლოვნებს (18 წელი და ზემოთ) შეეძლებათ, ასე რომ, ის მხოლოდ დიდების მოთხოვნებზეა მორგებული.

გემზე, მდიდრულ ინტერიერთან და ნომრებთან ერთადაა ორი სპა, სალონი და ტატუ სტუდიაა. გემბანზე არის სავარჯიშო სივრცე, სადაც ტურისტები შეძლებენ ბოქსით და სხვა აქტივობებით დაკავდნენ.

გემზე იქნება ღამის კლუბი, სპორტული ბარი, მის სახურავზე კი — ლაუნჯი. მოგზაურები გემზე არსებული ცხრა რესტორნიდან აირჩევენ სხვადასხვა სახის კერძებს, მათ შორის — ვეგეტარიანულსა და ვეგანურსაც.

Scarlet Lady კარიბის ზღვებში 2020 წელს გაეშვება. ჯერჯერობით, გემზე მოსახვედრი ბილეთის ფასი უცნობია.

კაიუტები

ტერასა

ტერასა ღამით

სავარჯიშო სივრცე

სპა

აუზი

ღია რესტორნები

რესტორნები

ასვე ნახეთ:

ტიტანიკის დიდი მოგზაურობა 2022 წელს თავიდან დაიწყება

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze