როგორც ბოლო რამდენიმე დღეში შევიტყვეთ, ბრიუსელის გარდა, ბელგიაში სხვა საინტერესო ქალაქებიცაა, მათ შორისაა ლიეჟი, რომელიც თავისი არქიტექტურით სხვა ქალაქებისგან გამოირჩევა. გთავაზობთ 5 ადგილს, რომელსაც ლიეჟში ჩასვლისას უნდა ესტუმროთ.

1. Walloon Life-ის მუზეუმი

ფოტო: Shutterstock

მუზეუმი მეჩვიდმეტე საუკუნით დათარიღებულ მონასტერშია. აქ 350 000-მდე დოკუმენტი ინახება, რომლებშიც ვალონიის ცხოვრება და კულტურაა ილუსტრირებული. პირველი სართული სხვადასხვა თემატიკას, რელიგიასა და ფესტივალებს ეთმობა, ხოლო მეორე სართულზე სტუმრებს შეუძლიათ ყველისა და კალათების გაკეთების პროცესი იხილონ. მუზეუმში შეგიძლიათ თოჯინების თეატრსაც დაესწროთ, რომელიც დასაბამს 1931 წლიდან იღებს.

2. მეზის მდინარე

ფოტო: Shutterstock

მასზე Pont des Arches-ის ხიდი მეცხრამეტე საუკუნეში აიგო, რათა უფრო ძველი, მეთერთმეტე საუკუნის ხიდი ჩაენაცვლებინა. მეზის მდინარეზე 2 საათიანი კრუიზი 7,5 ევრო ღირს. ერთ-ერთი კრუიზი კი Walloon Life-ის მუზეუმამდეც მიგიყვანთ. მდინარის გასწვრივ უამრავი ნავსაყუდელია, მასთან ახლოს კი ყოველ კვირას ე.წ “ფლი მარკეტიც” ტარდება.

3. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ფოტო: Shutterstock

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, Parc de Boverie, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ხელოვნებას იტევს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პიკასოს, პისაროს, მონესა და კოკოშკას ნამუშევრები. მოკლედ, La Boverie იმპრესიონიზმისა და სიურეალიზმის საგანძურია, რომელიც ლიეჟში ჩასვლისას აუცილებლად სანახავია. მუზეუმის გარშემო პარკია გაშენებული, სადაც ვიზიტორებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივ ბუნებას გაეცნონ.

4. საკონდიტრო Una Gaufrette, სადაც უგემრიელესი ბელგიური ვაფლის ჭამა შეიძლება

ფოტო: Shutterstock

ლიეჟში სტუმრობისას, აუცილებლად შეიარეთ Une Gaufrette, Saperlipopette-ში, ცნობილ საკონდიტროში. აქ ყველა ინგრედიენტი ნატურალურია და ვაფლები ტრადიციული რეცეპტით მზადდება, რომელიც მეცხრამეტე-მეთვრამეტე საუკუნის ერთგვარი რეკონსტრუქციაა. ლიეჟის ვაფლი გაცილებით ტკბილია, ვიდრე – ბრიუსელის და უფრო სქელი ცომით მზადდება. მისი ფასი $4-იდან $9-მდე მერყეობს, რაც ლიეჟის ვაფლის გასინჯვად აუცილებლად ღირს.

5. Montagne de Bueren-ის 374-საფეხურიანი კიბე

ფოტო: Shutterstock

Montagne de Bueren 1881 წელს აიგო, ის 374-საფეხურიანი ასასვლელია, რომლის გზაც ქალაქის ცენტრამდე მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, კიბეები 1881 წელს აიგო მეთხუთმეტე საუკუნის ომში დაღუპული 600 ჯარისკაცის პატივსაცემად და ასასვლელს მათი მეთაურის სახელი, Vincent de Bueren დაერქვა. კიბეების სათავედან მთელი ქალაქის ხედი იშლება.

ლიეჟიც, შესაძლოა, ბელგიის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრადაც ჩაითვალოს. ნაგებობათა უმეტესობა მეცხრამეტე საუკუნისაა, რაც თავისებურ ელფერს სძენს ქალაქს და სტუმრებს ძველ დროში აბრუნებს.

Facebook კომენტარები