დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მკითხველებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულ ტელესერიალს, ჩცდ-ს უყურებს.

ამავე სერიალის გულშემატკივრებს კი ასევე კარგად ეცოდინებათ, რომ ერთ-ერთ პერსონაჟი, მერაბ დარჩია უჩვეულო ბიზნესის მფლობელია — მერაბი ფულს წამოსაწოლი ტაქსებით შოულობს.

გგონიათ, მხოლოდ ქართველებს გვიყვარს კომფორტული მგზავრობა?! ასე არ არის. ერთი ადგილიდან მეორემდე რამდენიმე საათიანი დამღლელი გზა იაპონელებისთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგნს, ამიტომ ტაქსი არა, მაგრამ არც მეტი, არც ნაკლები წამოსაწოლი მატარებელი შექმნეს.

ფოტო: sandy_ganlath

მართალია, საწოლებიანი მატარებლები დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამ ვაგონებში კლიენტებს განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და ფანჯრიდან ულამაზესი ხედების ყურების შესაძლებლობასაც სთავაზობენ.

ფოტო: gwu

მსგასი მატარებლის ბილეთის შეძენისას, რომელიც $153 დაგიჯდებათ, თქვენ სრული სერვისის მფლობელი ხდებით და გარდა წამოწოლისა, წყლის გადავლებისა და გემრიელად ჭამის საშუალებაც გეძლევათ.

ფოტო: apubby

აღსანიშნავია, რამდენიმე თვის წინ მერაბ დარჩიას ბიზნესი თბილისშიც რეალობად აქციეს. 23 წლის მიხეილი ამბობდა, რომ წამოსაწოლი ტაქსის შექმნის იდეა მას სრულიად დამოუკიდებლად გაუჩნდა.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze