სუში, ანიმე, სამურაი, პოკემონი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ალუბლის აყვავებული ხეები — ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რითაც იაპონია უამრავ ტურისტს იზიდავს.
თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ბევრმა თქვენგანმა სულაც არ იცის იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ყველაზე თოვლიანი გზაც, სწორედ ამომავალი მზის ქვეყანაშია.
საკმარისია იაპონიის ამ მთიან ადგილას მოხვდეთ, რომელიც ტოკიოდან სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზეა და დიდთოვლობასთან დაკავშირებული თქვენი წარმოდგენები რადიკალურად შეიცვლება — აქ ნამდვილად გაიგებთ და საკუთარი თვალით ნახავთ, თუ რას ნიშნავს თოვლით დაფარული გზა, რომლის სიმაღლეც არც მეტი, არც ნაკლები 17 მეტრს აღწევს.
მსოფლიოში ყველაზე დათოვლილი გზა, აი, ასე გამოიყურება:
ეს გზა სულ რამდენიმე თვის გახსნილია და ის ერთმანეთთან ორ პრეფექტურას, ტოიამასა და ნაგანოს აკავშირებს.