შესაძლოა, მოგზაურებისთვის ბიონსეს გარდერობი დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ ყველას ეძლევა შანსი, რომ ღამე პოპ დივასავით გაატაროს.

ლუვრის მინის პირამიდის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Airbnb მოგზაურებს სთავაზობს ღამე მუზეუმში, მონა ლიზასა და სხვა ცნობილი ნამუშევრების გვერდით გაატარონ. სწორედ ისე, როგორც ეს ბიონსეს შემთხვევაში მოხდა.

ფოტო: Julian Abrams / Airbnb

წვეულება, რომელსაც ერთი გამარჯვებული ეყოლება, 30 აპრილს გაიმართება. შესარჩევ კონკურსში მონაწილეს უნდა ეპასუხა კითხვისთვის, თუ რატომ იქნებოდა მონა ლიზას სრულყოფილი სტუმარი. ამ პატივის მფლობელ მოგზაურს, მუზეუმში მეგობრის წაყვანაც შეეძლება.

მას, ვინც მუზეუმში ღამეს გაატარებს, მეთორმეტე საუკუნის შენობაში მანათობელი თეთრი კარავი დახვდება, რომელსაც ლუვრის პირამიდის დიზაინი ექნება. წყვილს საშუალება ექნება დაესწროს კონცერტს დარბაზში, რომელიც ერთ დროს ნაპოლეონ მესამეს ოთახი იყო.

მსგავსი კონკურსი Airbnb-იმ გასულ წელსაც გამართა, რომლის ფარგლებშიც მოგზაურებს ღამე ჩინეთის დიდი კედლის შენობაში უნდა გაეტარებინათ. ღონისძიება ღირსშესანიშნაობის შესაძლო დაზიანების საფრთხის არსებობის გამო ჩაიშალა.

თუ თქვენც გადაწყვეტთ მოგზაურობას, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.

Facebook კომენტარები