ცურვა და წყალში ყვინთვა თუ გიყვართ, მაშინ აუცილებლად უნდა დაგეგმოთ პოლონეთში მგზავრობა, რადგან შემოდგომაზე იქ მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი გაიხსნება.

დიახ, ყვინთვის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, რომ წყალქვეშა გამოქვაბულებში გაძვრნენ და ფსკერზე, 45 მეტრის სიღრმეზე დაეშვან.

პროფესიონალი მყვინთავებისთვის იდეალური სავარჯიშო აუზის სიღრმე თუ 25 მეტრია, წარმოიდგინეთ, ორჯერ უფრო ღრმა აუზი, რომელიც ამ სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის ნამდვილი სამოთხე იქნება, თანაც სრულიად უსაფრთხო.

მსოფლიოს ყველაზე ღრმა აუზის ასაშენებლად, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან ორ კილომეტრში გაიხსნება, 1 100 ტონა ფოლადი დაიხარჯა.

ფოტო: Flyspot.com/Deepspot

აუზი ღია იქნება წელიწადის ყველა დღეს და პროფესიონალი მყვინთავების გარდა, მოყვარულ მყვინთავებსაც უმასპინძლებს. თუ დიდი მანძილიდან ჩადიხართ, არც ღამის გატარებაა პრობლემა, ამავე შენობაშია სასტუმრო, რომელსაც ულამაზესი ინტერიერი აქვს შთამბეჭდავი ხედით.

თუ პოლონეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.

Facebook კომენტარები