ნებისმიერ მოგზაურის საოცნებო დანიშნულების ადგილებიდან, ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ინდოეთი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან იქიდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით.
ინდოეთი განსაკუთრებულად გემრიელი საჭმელების, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და იქ წასასვლელად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მიზეზი არსებობს.
სწორედ ინდოეთში ნახავთ ფრინველის ყველაზე დიდ ქანდაკებას, რომელსაც 10 წლის განმავლობაში აშენებდნენ. ეს ბრწყინვალე ნამუშევარი ინდოელ ხელოვანს, რაჯივ ანჩალს ეკუთვნის.
ფრინველის ყველაზე დიდი ქანდაკება კერალაში მდებარეობს. ეს არის ღვთიური, გიგანტური ფრინველის გამოსახულება, რომელიც ქალღმერთ სიტას გადასარჩენად, რავანას შეებრძოლა.
ამ რეგიონში ჩასულს გიგანტური სკულპტურის ნახვის გარდა, სხვა გასართობიც დაგხვდებათ, როგორიც არის კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან ვარდნა და სხვა ექსტრემალური სპორტის სახეობები. იქვეა მუზეუმი საინტერესო ექსპონატებით.
თუ ინდოეთში მოგზაურობას და ამ საოცარი ქანდაკების მონახულებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.