ლონდონი, ბერლინი თუ პარიზი? ალბათ საინტერესოა, თუ რომელი ქალაქია ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული. ამის დასადგენად მარტივი მათემატიკური ოპერაციების ჩატარება და ინსტაგრამზე გამოყენებული ჰეშთეგების გაანალიზებაა საჭირო, რის შედეგადაც ვიღებთ 10 ქალაქს, რომლიდანაც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად პოსტავენ.

10. ლისაბონი

ლისაბონი ტურისტებშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც ადგილობრივებში. ქალაქი ცნობილია შოპინგ ცენტრებით, ტრადიციული, ისევე როგორც თანამედროვე კულინარიითა და ოკეანესთან განსაკუთრებული კავშირით

9. პრაღა

პრაღა ძირითადად მისი ისტორიული ცენტრით არის ცნობილი, თუმცა კიდევ ერთი რამ, რასაც პრაღაში აუცილებლად უნდა გაეცნოთ, ადგილობრივი კულინარიაა.

8. ჰამბურგი

ჰამბურგი ისეთი ცნობილი არ არის, როგორც, მაგალითად, ბერლინი, თუმცა ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია, სადაც ყოველი კუთხე ერთმანეთისგან განსხვავებულია.

7. სტოკჰოლმი

გასაკვირი არ არის, რომ სტოკჰოლმი საინსტაგრამე ქალაქების ტოპ ათეულში მოხვდა, ამაში დასარწმუნებლად ზემოთ მოცემული ინსტაგრამის ანგარიშის სწრაფად გადათვალიერებაც საკმარისი იქნება.

6. ამსტერდამი

ამსტერდამი ლამაზი არხებით, ფერადი სახლებითა და ველოსიპედებით სავსე ქუჩებით ტოპ ათეულში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

5. მადრიდი

მადრიდი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია. ის ცნობილია არქიტექტურით, შოპინგ ცენტრებით, ხელოვნებითა და გასაოცარი კულინარიით.

4. ბერლინი

ბერლინი ადგილობრივთათვისაც ისეთივე მომაჯადოვებელია, როგორც ტურისტებისთვის. ამ უნიკალურ ქალაქში ერთხელ აუცილებლად უნდა მოხვდეთ.

3. ბარსელონა

გერმანიის გარდა, ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლიდანაც ამ ტოპ ათეულში ორი ქალაქი მოხვდა. ბარსელონა ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია.

2. პარიზი

პარიზი სიყვარულისა და სინათლის ქალაქია, რის გამოც ის ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

1. ლონდონი

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ქალაქის ტიტულის მფლობელი ლონდონი გახდა.

ევროპაში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ Imedi L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.

Facebook კომენტარები