თუ მოგონებების შეგროვებისას მათი ფოტოზე აღბეჭდვა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ვიზუალურობის მხრივ, იაპონია ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.
ამომავალი მზის ქვეყანაში საუცხოო სურათების გადაღების იდეები უბრალოდ არ გამოგელევათ, საუკუნეებით დათარიღებული ტაძრებიდან დაწყებული, ფუტურისტული ცათამბჯენების ხედებით დამთავრებული.
რადგან იაპონიაში სანახავი ადგილების სია საკმაოდ ვრცელია, ამჯერად 10 ულამაზეს ადგილს შემოგთავაზებთ, რომელთაგანაც რამდენიმე მაინც უნდა მოინახულოთ იქ ყოფნისას.
1. კავაჩი ფუჯის ბაღი
გსურთ ნახატში მოგზაურობა? ამ სურნელოვან ადგილას ეს შესაძლებელია. როგორც ამბობენ, ყვავილების ხეივანში სეირნობა ვიზიტორებს ისევე ამშვიდებს, როგორც ჩინური მედიტაცია. კავაჩის ბაღი ყოველ აპრილს ფესტივალს მართავს, რადგან ამ დროისთვის ყვავილობა იწყება.
2. ნაჩი-ნო-ტაკის ჩანჩქერი
იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ვაკაიამაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 133 მეტრია, სიგანე კი — 13 მეტრი. მის გვერდით ძველ ბუდისტურ ტაძარს, სეიგანტო-ძის ხედავთ.
3. ზაოს სათხილამურო კურორტი
ის იამაგატაში მდებარეობს და იაპონიის ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია. მას 15 ტრამპლინი და 12 მოსახვევი აქვს, თუმცა დამსვენებლები იქ მხოლოდ მთებისთვის კი არა, ხეების სანახავადაც მიდიან, რომლებიც ქარბუქში, თოვასა და ყინვაში "გაყინულ მონსტრებს" ემგვანებიან.
4. საგანო — ბამბუკების ტყე
ეს შთამბეჭდავი ადგილი კიოტოში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტყედ მიიჩნევა. მას არამხოლოდ საოცარი ვიზუალი, დაუვიწყარი აურა და ხმაც აქვს.
5. ტოია-კოს ტბა
იმის მიუხედავად, როგორი ყინვაც არ უნდა იყოს ჰოკაიდოში, ტოია-კოს ტბა არასდროს იყინება. ის ვულკანის ამოხეთქვის შემდეგ გაჩნდა.
6. გოკაიამა
გოკაიამა უნიკალური არქიტექტურის გამო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია მსოფლიოში. მასში მდებარე ძველი, ტრადიციული სახლები მინიმუმ 400 წლისაა. მათი სახურავები ლურსმნების გარეშეა დამაგრებული და დიდთოვლობასაც კი უძლებს.
7. შიბა-საკურას ფესტივალი
ფუჯის, იგივე ფუძიამას მთის ფერდობზე 800 ათასზე მეტი ყვავილი ხარობს. ყოველ გაზაფხულს, 2,4 ჰექტარის ფართობი თეთრი, ვარდისფერი და იასამნისფერი სურნელოვანი ხალიჩით იფარება. უამრავი ადამიანი სტუმრობს საგაზაფხულო ფესტივალს, რომ მათი ყვავილობა თავისი თვალით იხილოს.
8. ჰიტაჩის სანაპირო პარკი
ჰიტაჩის საზღვაო პარკს ასევე ბავშვის ლურჯი თვალები ჰქვია და აპრილიდან მაისის ჩათვლით, იქ ოთხ მილიონზე მეტი ნემოფილა ყვავილობს. სეზონების მიხედვით, პარკი ფერებს იცვლის. შემოდგომაზე, არე-მარე ხასხასა მწვანითა და ცეცხლისფერი წითლით იფარება.
9. ჰაკუბას სოფელი
იაპონიის ჩრდილოეთით მთებში ჰაკუბას სოფელი მდებარეობს, რომელიც ქალაქ ნაგანოს გვერდითაა. 1998 წლის ზამთარში, იქ გაიმართა ოლიმპიური თამაშები. ლაშქრობების მოყვარულებმა ეს ადგილი არ უნდა გამოტოვოთ.
10. ტოკიო
ტოკიო ერთდროულად ისტორიული ტაძრებისა და თანამედროვე ცათამბჯენების ადგილია. ამის გარდა, აქ გელოდებათ ცნობილი ტოკიოს თაუერი, რომლის სიმაღლეც 333 მეტრია. თუ ტოკიოში წასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად ნახეთ ფილმი თარგმანში დაკარგულები და თქვენი ინსტაგრამისთვის შთამბეჭდავი კადრები შეარჩიეთ.
თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა.