კინოში ყოფნისას ოდესმე გიოცნებიათ, რომ ფილმისთვის უფრო კომფორტულ გარემოში, მაგალითად ლოგინზე წამოკოტრიალებულს გეყურებინათ?! თუ კი, მაშინ ეს სტატია და რა თქმა უნდა, შვეიცარიის ეს განსაკუთრებული კინოდარბაზი, რომელიც 9 მაისიდან მასპინძლობს სტუმრებს, სწორედ სათქვენოა.
თანაც, ეს ყველაფერი არ არის — განსაკუთრებულ "საძინებელში", რომელიც სწორედ განსაკუთრებული კომფორტის მოყვარული სტუმრებისათვისაა განკუთვნილი, ერთის ნაცვლად, 2-კაციანი ლოგინი დაგხვდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგობრებთან ერთად იქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.
ბილეთის ფასი კი 48,50 დოლარი, ანუ დაახლოებით 130 ლარია.
კინოთეატრი Pathé შვეიცარიისა და გერმანიის საზღვართან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, შპრაიტენბახში მდებარეობს.

ფოტო: Pathé Schweiz
კინოთეატრში არსებობს სხვა დარბაზიც, სადაც სტუმრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული სავარძლებია განთავსებული

ფოტო: Unknown
აი, ეს კი საბავშვო დარბაზია:

ფოტო: Pathé Schweiz
გაგახარებთ და გეტყვით, რომ კინოთეატრ Pathé-ს ოჯახის უკლებლივ ყველა წევრთან ერთად შეგიძლიათ ესტუმროთ, რადგან იქ საბავშვო დარბაზიცაა, სადაც პატარებისთვის რბილი სავარძლები, სასრიალო და სხვა საინტერესო გასართობებია.
სამოგზაუროდ წასვლამდე კი არ დაგავიწყდეთ Imedi L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ.