იაპონია ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნო-პლატფორმას ქმნის. ელექტრონული მუსიკის განვითარება აქ 1970-იანი წლებიდან იწყება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლურმა კულტურამ იაპონიის ყოველდღიურობაში უამრავი რამ შეცვალა. თუმცა, მათთვის მიბაძვის ნაცვლად, იაპონური ტექნოს “გურუები” დღეს აბსოლუტურად სხვა ფორმის მუსიკას ქმნიან.

ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ტექნო ვერ იარსებებდა იაპონიაში საკმაოდ განვითარებული ელექტრონული ინდუსტრიის გარეშე. მაგალითად, Roland TR-303-ის გარეშე ეისიდ ჰაუსი არ იარსებებდა, ან, ტადაო კიკუმოტოს TR-909, ელექტრონული დრამის მოწყობილობა რომ არ შეექმნა, ჯეფ მილსი გენიალურ ტრეკებს ვერ შექმნიდა.

იაპონია, გარდა ტექნოლოგიური მიღწევებისა, იმითაა ცნობილი, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის ყველანაირი სახის სცენა გამოიარა ჯაზიდან, ჰიპ-ჰოპიდან დაწყებული ჰაუსითა და დისკოთი დამთავრებული. როგორც Once Upon A Time In Japan-ის კომპილაციის ავტორი, Alixkun ამბობს, ნაცვლად იმიტირებისა, იაპონელი არტისტები თავიანთ პირად ხასიათსა და “არომატს” ამატებენ კომპოზიციებს, რაც, საბოლოო ჯამში, უნიკალურ პლატფორმას ქმნის, რომელიც დასავლური და აზიური კულტურის ერთგვარი მიქსია.

ჰაუსამდე იაპონიაში ტექნო იყო. გვიანდელ 70-იანებში ჰარუმი ჰოსო, რუიჩი საკამოტო და იუკიჰირო ტაკაჰაში უკვე ატარებდნენ ექსპერიმენტებს ელექტრონულ ხმებზე. მათ ერთად მოუყარეს თავი ეგზოტიკურ ხმებსა და რობოტულ რითმებს, ფუტურისტულ სტილში, საბოლოოდ კი ასეთი შედეგი მიიღეს:

90-იანებში ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრი გახდა. უამრავი პროდიუსერი გამოჩნდა. კენ იშიი პირველი იყო, რომლის ლეიბლმაც – Jelly Tones, ის ყველაზე მოთხოვნად დიჯეიდ აქცია.

რაც შეეხება დღევანდელობას, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი დიჯეები ნობუ და ვატა იგარაში არიან.

იაპონიის ელექტრონული მუსიკის ისტორიის მიმოხილვასთან ერთად, თუ ოდესმე ტოკიოს ესტუმრებით და თან ღამის ცხოვრება გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ჯადოსნური ქალაქის ხუთ ცნობილ კლუბს:

1. კლუბი “Vent”

ფოტო: japantravel.com

კლუბი თავისი მინიმალისტური ინტერიერითა და ნეონის ნათურებით გამოირჩევა. ის ტოკიოში, მინატო-კუს რეგიონში მდებარეობს და 11-იდან დილის 6 საათმდეა ღია. ნეონის მინიმალური განათებები რომ არ ჩავთვალოთ, სივრცე საკმაოდ ბნელია, რაც გაცილებით თავისუფალსა და მისტიკურს ხდის გარემოს.

2. შინჯუკუს კლუბი “Womb”

ფოტო: iFLYER

ღამის კლუბი ტოკიოს ცენტრალურ უბანში, შინჯუკუში მდებარეობს. იგი იმითაა გამორჩეული, რომ ოთხ-სართულიანია. თითოეულ სართულზე სხვადასხვა სახის მუსიკა და სხვადასხვა სივრცეა, რაც გაცილებით მეტ პლურალიზმს სძენს მას.

3. კლუბი “A-Life”

ფოტო: iflyer

კლუბი 3-სართულიანია, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სართულზე სრულიად სხვა მუსიკას უკრავენ არტისტები. მეორე სართულზე ძირითადად, ჰიპ-ჰოპი ან რეგი იკვრება. რაც შეეხება პირველ სართულს, სივრცე ჰაუსის მუსიკას ეთმობა. გარდა საცეკვაო ადგილისა, უამრავი დასასვენებელი ჩამოსაჯდომია. თუმცა კლუბი სხვებთან შედარებით ძვირი ღირს — დაახლოებით $27.

4. კლუბი “Atom”

ფოტო: LetsGoOut

ამ კლუბის არსებობა უფრო მეტად ტრანსის ჟანრის მსმენელებს გაუხარდებათ. კლუბი შიბუაში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს და იქ შესვლა $13 ღირს.

5. კლუბი “Harlem”

ფოტო: Resident Advisor

კლუბი 1997 წელს გაიხსნა. ის იაპონელებისთის ე.წ. წმინდა ადგილია, რომელიც, ძირითადად, ჰიპ-ჰოპის ჟანრს ეფუძნება.

თუ ესტუმრებით ტოკიოსა და მისი ღამის ცხოვრების გაცნობას მოინდომებთ, არ დაგავიწყდეთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა.

Facebook კომენტარები