თხევადი ცისარტყელა, იგივე კანიო კრისტალესი კოლუმბიაში მდებარეობს. მას 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარის სტატუსი მიანიჭეს.
კანიო კრისტალესი წელიწადში ერთხელ "ყვავილობს" და სხვადასხვა ფერებად გარდაიქმნება. ულამაზესი სანახაობა ივლისიდან ნოემბრამდე გრძელდება. ბუნების საოცარი მოვლენა წყალქვეშა მცენარეების აყვავებასთანაა დაკავშირებული.
იმისთვის, რომ ყოველდღიური სიძნელეები და მსოფლიოს შავ-თეთრი პრობლემები დაივიწყოს, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ფერად ადგილს ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს.
მდინარის სიგრძე 100 კილომეტრს აღწევს. "5-ფერიანი მდინარე", — ესაა კანიო კრისტალესის კიდევ ერთი სახელი.
კაშკაშა წითელი, ყვითელი, ხასხასა მწვანე, ლურჯი და შავი — თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მდინარე ივნისიდან ნოემბრამდე "ყვავილობს", მისი ფერები გამოღვიძებას მაისიდან იწყებენ და ხანდახან დეკემბრამდეც კი აღწევენ.
მსგავსი მოვლენა დედამიწის არცერთ კუთხეში დაფიქსირებულა. გარემო თავისი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა — აქ ერთიანდება ანდების მთები, ამაზონისა და ორინოკოს ბასეინი და ამის გარდა, უამრავი ენდემური სახეობის სახლადაც მიიჩნევა.
მდინარის განსაზღვრულ მონაკვეთებში ცურვაც შეიძლება, თუმცა დამსვენებლებს წყალში ჩასვლისას მზის დამცავი და სხვა კრემებისა და ლოსიონების ტარება ეკრძალებათ, რადგან წყლის მცენარეები ქიმიური ნივთიერების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან.
თუ თხევადი ცისარტყელის სანახავად კოლუმბიაში წასვლას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა.