მსოფლიოში უმარავი მიტოვებული შენობა და პატარა დასახლება არსებობს, თუმცა, როდესაც საქმე ბოლომდე მიტოვებულ ქალაქებთან გვაქვს, ყველაფერი გაცილებით საინტერესოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქებში უკვე დიდი ხანია რაც აღარავინ ცხოვრობს, მთლად უკაცრიელსაც ვერ ვუწოდებდით — სამოგზაუროდ ქალაქი-მოჩვენებები ხომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული დანიშნულების ადგილებია.

დიახ, ადამიანებს მოსწონთ ამ ადგილებში გამეფებული იდუმალება და ოდნავ საშიში გარემო და ისიც, რომ თითოეულ მათგანს უნიკალური, ხშირ შემთხვევაში სევდიანი ისტორიები უკავშირდება.

აი, მსოფლიოს 10 ქალაქის ჩამონათვალიც, სადაც დღეს აღარავინ ცხოვრობს:

1. კრაკო, იტალია

ქალაქი კრაკო იტალიაში, ჯერ კიდევ ძვ.წ. 540 წელს დაარსდა, როდესაც კუნძულზე ბერძნები დასახლდნენ. ქალაქში, სადაც თავს ძირითადად ვაჭრობით ირჩენდნენ, რამდენიმე დიდი სასახლე და მზარდი მოსახლეობა იყო. თავისი არსებობის განმავლობაში ქალაქი ხშირად გამხდარა შეტევების მსხვერპლი. თუმცა, საბოლოოდ 1963-1980 წლებში დაცარიელდა, როდესაც ძლიერი მეწყერის და მეორე შემთხვევაში მიწისძვრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

2. ბოდი, კალიფორნია

მე-19 საუკუნეში ბოდი მჭიდროდ დასახლებული მდიდარი ქალაქი იყო, რადგან აქ დიდი რაოდენობით ოქრო მოიპოვებოდა. საბოლოოდ, მეოცე საუკუნის მიწურულს ოქროს მარაგი გამოილია და ქალაქი, სადაც 2 ათასი შენობა იდგა, უკაცრიელ ადგილად იქცა.

3. ურადურ-სურ-გლანი, საფრანგეთი

ურადურ-სურ-გლანი საფრანგეთის დასავლეთ ცენტრალურ ტერიტორიაზე არსებული სოფელი იყო, რომელიც 1944 წელს, გერმანელებმა გაანადგურეს.

4. პრიპიატი, უკრაინა

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატის მახლობლად არსებულ ელექტროსადგურზე ატომური აფეთქება მოხდა. მაღალი რადიაციის გამო კი ქალაქი მთლიანად იქნა ევაკუირებული და დღეს სრულიად უკაცრიელია.

5. ვაროშა, კვიპროსი

ვაროშა კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განვითარებული ტურისტული ქალაქი იყო. 1974 წელს კი ის თურქეთის კონტროლქვეშ მოექცა და საბოლოოდ დაცარიელდა კიდეც.

6. გარნეტი, მონტანა

გარნეტიც, რომლის ისტორიაც 1860 წლიდან იწყება, ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც უამრავი ადმიანი ცხოვრობდა, თუმცა, რამდენიმე ათწლეულში ქალაქის მთავარი მამოძრავებელი რესურსი, ოქრო გათავდა და ისიც ქალაქ-მოჩვენებად იქცა.

7. ჰაშიმა, იაპონია

პატარა კუნძულ ჰაშიმაზე, ქალაქ ნაგასაკიდან 15 კილომეტრში, მიუხედავად თავისი პატარა ზომისა, ძველად ათასობით ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, საბოლოოდ უკაცრიელ დასახლებად იქცა და დღეს მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჰაშიმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

8. კენიკოტი, კანადა

კენიკოტი დიდი ხნის განმავლობაში ცენტრალურ სამთო ბანაკს წარმოადგენდა, რომლის სიახლოვესაც დიდი რაოდენობით ძვირფასი ნედლეული, სპილენძის მადანი აღმოაჩინეს. კანადის ამ პატარა ქალაქში, რომელიც ადამიანების მიზიდულობის ძალად იქცა, 1909-1938 წლებში ტონობით სპილენძის მადანს მოიპოვებდნენ. რესურსის ამოწურვის შემდეგ კი კენიკოტიც უკაცრიელ ადგილად გადაიქცა.

9. კაჰაბა, ალაბამა

კაჰაბაში, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, სულაც არ მოიპოვებოდა რომელიმე ძვირფასი ნედლეული დიდი რაოდენობით. სინამდვილეში ეს ალაბამას შტატის პირველი დედაქალაქი იყო 1820-1825 წლებში. მუდმივი წყალდიდობების გამო კი, საბოლოოდ, მისი ყველა მცხოვრები სხვაგან გადასახლდა.

10. ლიფტა, ისრაელი

ქალაქი ლიფტა და აქ არსებული დასახლება უძველესი დროიდან არსებობს. 1945 წელს კი აქ 2 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა — 2230 მუსლიმი და 20 ქრისტიანი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი, ქალაქი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან და 1948 წელს პალესტინის ტერიტორიად იქცა.

ომის შემდეგ ლიფტაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. 1971 წელს კი ის ბოლო ებრაელმა მცხოვრებმაც დატოვა. შემდეგ აქ სხვადასხვა რეაბილიტაციის ცენტრები გაიხსნა. თუმცა, საბოლოოდ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, აქ ცხოვრება აიკრძალა.

თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენთვის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა მოიწყოთ, არ დაგავიწყდეთ Imedi L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze