თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ინფორმაცია On.ge-ს TAV Georgia-ში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს 16 ივლისიდან შეასრულებს. მათივე ინფორმაციით, ატლასგლობალი კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს.
ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს დატოვა.
Facebook კომენტარები